logo
ENG



24 არხი: სავარაუდოდ, უკრაინელი დამცველები დონეცკის აეროპორტში შევიდნენ, პუშილინი გაიქცა

10 სექ 202223:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/10/sbg6oq5dufy8fld.jpg
24 канала

უკრაინელი დამცველები 10 სექტემბერს, სავარაუდოდ, დონეცკის აეროპორტში შევიდნენ. აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრშეტევა გრძელდება. ამის შესახებ "24 არხს" დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს.

აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განმარტა, რომ აეროპორტი საშინელ მდგომარეობაშია, ამიტომ უკრაინელი ჯარისკაცები ძნელად შეძლებენ მის გამოყენებას რაიმე მიზნით.

დონეცკის აეროპორტში უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშლინმა დონეცკი დატოვა.

10 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე გაათავისუფლეს ბალაქლეია, კუპიანსკი, იზიუმი, შევიდნენ ლისიჩანსკის გარეუბანში და ლიმანთან იბრძვიან.

"24 არხს" სამხედრო სამართლებრივი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მუსიენკომ განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელი სამხედროები გააქტიურდნენ არა მხოლოდ ხარკივის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ხერსონის რაიონში გრძელდება. ახლა კი დადებითი სიახლეებია დონბასიდან. აშკარაა, რომ დამპყრობლები ამას არ ელოდნენ.

"ასეთი ცნობები [უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის აეროპორტში შესვლისა და პუშილინის გაქცევის შესახებ ] ძალიან მაგარია. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინული ძალები გაძლიერდნენ არა მხოლოდ ხარკოვის რეგიონში, არამედ სხვა რაიონებშიც. და მათ შეუძლიათ კარგი ტაქტიკური წარმატებების მიღწევა. არა მგონია, მტერი ამას მოელოდა."- განაცხადა მუსიენკომ.

2014 წლის მაისში რუსმა დამპყრობლებმა პირველად აიღეს აეროპორტის შენობა.

აქტიური ბრძოლები აეროდრომისთვის დაიწყო უკვე 2014 წლის სექტემბერში, მინსკის შეთანხმებების დადების შემდეგ.

უკრაინელი მებრძოლები იცავდნენ აეროპორტს 242 დღის განმავლობაში - 2015 წლის 22 იანვრამდე.თუმცა ისინი იძულებულნი გახდნენ პოზიციები დაეტოვებინათ. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აეროდრომის დაცვის დროს 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი დაიღუპა.


close დახურვა